live-სკოლაგაიცანით

ეს ლიზი თოდუაა!

ვიდეოები

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, 2021 წლის 4 ივლისს პროექტმა “რჩეულმა თაობამ” მოამზადა სიუჟეტი ლიზი თოდუას შესახებ

2018 წელს ლიზიმ მონაწილეობა მიიღო გადაცემაში “ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი?” 

ლიზი თოდუა 2021 წლის 13-14 მაისის კომპანია “BeHero”-ს მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა.

15.07.2021

ლელა მჭედლიძე (ლიზის დამრიგებელი):

ლიზი IXა კლასის წარჩინებული მოსწავლეა. არის პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე. ყოველთვის მიისწრაფვის ახლის შემეცნებისკენ, აქვს საოცრად სხარტი და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ლიზი ყველა დავალებას და საქმეს შემოქმედებითად უდგება, არის კრეატიული, ცდილობს თავისი ორიგინალური ხედვა შემოგვთავაზოს.  ლიზის ლიდერის თვისებებიც აქვს, საჭირო დროს შეუძლია, პასუხისმგებლობის აღება და პრობლემის გადაჭრა. არის ემპათიური.  ლიზის უყვარს და ერთნაირად კარგად გამოსდის  რო-გორც ტექნიკური, ასევე საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული საგნების შესწავლა. უყვარს  მხატვრული ლიტე-რატურის კითხვა, აქვს სხვადასხვა ენების შესწავლის მიდრეკილება. ამასთან არის სპორტულიც, შესანიშნავად ცეკვავს, მღერის.