რეკომენდაციები

სსსმ მოსწავლეებთან დაკავშირებით

რეკომენდაციები სკოლებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით, დასწრებითი სწავლების დროს

სკოლამ უნდა მოახდინოს მშობლის ინფორმირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.სკოლის ადმინისტრაციამ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებს, მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით, უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით არსებული და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს დასაცავი რეგულაციების შესახებ.სკოლამ უნდა გადაამოწმოს განეკუთვნება თუ არა მოსწავლე მაღალი რისკის ჯგუფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ხომ არ განსაზღვრულა უსაფრთხოების დაცვის საგანგებო რეკომენდაციები მოსწავლის მკურნალი ექიმის მხრიდან, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს სკოლის მიერ. ასეთის არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინოს ისინი სასწავლო პროცესში.შესაძლებელია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის მისი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით განისაზღვროს დისტანციური სწავლების მოდელის გამოყენება.თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესის დაგეგმვის მიზნით, სკოლის ადმინისტრაციამ ორგანიზება უნდა გაუწიოს გუნდურ შეხვედრებს, რომლებსაც უნდა ესწრებოდნენ, მოსწავლის დამრიგებელი, საგნის მასწავლებლები, სპეცმასწავლებელი/ფსიქოლოგი, მშობელი და მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართული სხვა სპეციალისტები. შეხვედრები შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პირისპირ (რეგულაციების დაცვით), ისე დისტანციურად. აუცილებელია, მშობელს მიეცეს შესაძლებლობა, დასვას მისთვის აქტუალური კითხვები და მიიღოს პასუხები.გუნდურ შეხვედრაზე უნდა მოხდეს შეთანხმება, თუ რა სტრატეგიით, რა ფორმით და ვის მიერ მოხდება მოსწავლის ინფორმირება და მომზადება სკოლაში მოქმედი რეგულაციებისა და ქცევის წესების შესახებ.სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით არსებული და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს დასაცავი რეგულაციების შესახებ მოსწავლისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს მისი მხრიდან ინფორმაციის აღქმის და გააზრების თავისებურების გათვალისწინებით;მოსწავლეს უნდა განემარტოს, რომ მასთან მომუშავე სპეციალისტი (მასწავლებელი, სსსმ პირის ასისტენტი, სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი და ა.შ.) გამოიყენებს პირბადეს, ხელებით კონტაქტის საჭიროებისას კი – ერთჯერად ხელთათმანს.თუ მოსწავლე არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე თავისუფლდება პირბადის ტარების ვალდებულებისგან.იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე, რეგულაციების დაცვისას, საჭიროებს თანატოლებზე მეტ მხარდაჭერას, მნიშვნელოვანია, სკოლამ მშობელთან ერთად მოახდინოს იმ პირების (დამრიგებელი, რომელიმე საგნის მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი/ფსიქოლოგი და სხვ.) იდენტიფიცირება, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას გაუწევენ მოსწავლეს უსაფრთხო დისტანციის, ჰიგიენური პროცედურების, ქცევის წესების დაცვის პროცესში.იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლისთვის განსაზღვრულია სსსმ პირის ასისტენტი, ის არამარტო კლასში (გაკვეთილზე), არამედ, საერთოდ მოსწავლის სკოლაში ყოფნის განმავლობაში უზრუნველყოფს დისტანციის, ქცევის წესებისა და ჰიგიენური პროცედურების დაცვაზე ზრუნვას.სკოლამ უნდა გაითვალისწინოს რესურსოთახის, მოსწავლის დამხმარე საშუალებების (ეტლი, ხელჯოხი, სასიარულო ჩარჩო, სათვალე, გამადიდებელი შუშა და ა.შ.) შესაძლო დამატებითი დეზინფიცირების საჭიროება. რა მიზნითაც უნდა გამოყოს დეზინფიცირებაზე პასუხისმგებელ პირი, რომელიც, საჭიროებიდან გამომდინარე, მოახდენს რეურსოთახის, დამხმარე საშუალებების დეზინფიცირებას.იმ შემთხვევაში, თუ დისტანციური სწავლების გამო მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა და განისაზღვრა ახალი და დროებითი მოკლევადიანი მიზნები, მშობელთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ისგ-ის ჯგუფის მიერ დასწრებითი სწავლის პირობებში ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შედგენა.სკოლის მიერ უნდა შედგეს რესურსოთახით სარგებლობის განრიგი ისე, რომ მოესწროს სამუშაო ზედაპირებისა და მასალის დეზინფიცირება მოსწავლეთა ცვლის შესაბამისად და სივრცის განიავება.რესურსოთახში განისაზღვროს ინდივიდუალური სათავსო თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის და იქ მოთავსდეს ნივთები, რომლებითაც ინდივიდუალურად სარგებლობს მოსწავლე;რესურსოთახში საზიარო გამოყენების ნივთებისთვის განისაზღვროს ცალკე სათავსო და ყოველი მოხმარების შემდეგ მოხდეს მათი დეზინფიცირება.მოსწავლისათვის მისაღები ფორმით მოხდეს მისი ინფორმირება რესურსოთახით სარგებლობის წესების შესახებ.სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით კონსულტირების საჭიროების შემთხვევაში, სკოლებმა მიმართონ სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდს.