ERASMUS+ფრანგულ სამყაროშიფრანგული

ERASMUS+

2022-2023 სასწავლო წელი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო!
საქართველოს მასშტაბით ERASMUS+ -ის პროექტში პირველად ჩაერთო საჯარო სკოლა და ეს ჩვენ ვართ!
სამ ქვეყანასთან ერთად (საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი) საქართველოდან სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის VI კლასის ოცდასამი მოსწავლე მიიღებს დიდ თავგადასავალში მონაწილეობას.
მოინახულებენ პროექტში ჩართულ ქვეყნებს, გაიცნობენ თანატოლებს და ერთად შეაბიჯებენ ალექსანდრე დიუმას საოცარ სამყაროში.

პირველი მოგზაურობა 2023 წლის 23-29 აპრილი – საფრანგეთი, ქალაქი ტულუზა.
პროექტში მონაწილეობისთვის მოსწავლეები გაივლიან შესარჩევ ეტაპებს. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 23 მოსწავლე. იმისთვის, რომ მოსწავლემ მიიღოს პროექტში მონაწილეობა სავალდებულია გაიარო შერჩევის ყველა ეტაპი: 1. რეგისტრაცია (დააწკაპეთ სარეგისტრაციო ბმულს)

2. საგაკვეთილო დაკვირვება -იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საგაკვეთილო დაკვირვების გავლას, გასაუბრების ეტაპამდე განისაზღვრება დამატებითი  სასწავლო დღე დაკვირვებისთვის. გაითვალისწინეთ : მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს ცნობა, რომელიც დაადასტურებს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარებას.  
3. ტესტირება
4. გასაუბრება.

წარმატებებს გისურვებთ!

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციის სახით

Slide1
Slide2
Slide3
Slide4
Slide5
Slide6
Slide7
Slide8
Slide9
Slide10
Slide11
Slide12
Slide13
Slide14
Slide15
Slide16
previous arrow
next arrow

სარეგისტრაციო ბმული