ფრანგულ სამყაროშიფრანგული

კონფერენცია 2022

ფრანგულენოვან მოსწავლეთა კონფერენცია „ფრანგულ-ქართული ურთიერთობის უცნობი ეპიზოდები“ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა ახორციელებს ერთობლივ კონფერენციას საუკეთესო სასწავლო პროექტის გამოსავლენად, რომელიც საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთობის უცნობ ეპიზოდებს ეხება.

 მოსწავლეებმა უნდა იკვლიონ ფრანგულ-ქართული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში (მეცნიერება, კულტურა, განათლება, დიპლომატია და სხვ.) კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მთელი ქვეყნის მასშტაბით VII-XII კლასის ფრანგულენოვან მოსწავლეს, ან მოსწავლეებით დაკომპლექტებულ გუნდს. (არაუმეტეს 5 მოსწავლე) .

 მოსწავლეთა კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენციაში მონაწილეთა (მომხსენებელი /მსმენელი) რეგისტრაცია 10/XI/2022 – 30/XI/2022 https://forms.gle/51M1kitDskbsN6mt6

  • გუნდის რეგისტრაცია და დოკუმენტების გამოგზავნა (პროექტის წერილობითი ანგარიში და მომხსენებელთა პრეზენტაცია. – 10/XI/2022 – 24/XI/2022
  •  დოკუმენტების (პროექტის წერილობითი ანგარიში და მომხსენებელთა პრეზენტაცია) შეფასება და უკუკავშირის გაგზავნა 25/XI/2022 – 28/XI/2022
  • საორიენტაციო შეხვედრა/კონსულტაციები 29/XI/2022-30/XI/2022
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი 03/XII/2022კონფერენცია ჩატარდება : 2022 წლის 3 დეკემბერს. მულტიფუნქციურ სივრცეში “ფაბრიკა” , მისამართი ნინოშვილის ქუჩა N8