ფრანგულ სამყაროში

კონფერენცია 2021

27-28 ნოემბერი 2021

პრეზენტაციები

მაია კაპანაძე,
ქეთევან ძულიაშვილი

ირმა ვაშაკიძე

ლალი მამალაძე,
ქეთევან ქერქაძე

მირანდა ლომიძე

ქეთი ხვედელიძე

თამარ გოგალაძე

მაია მამნიაშვილი,
ვერა ედელაშვილი

თეა ჯოჯუა

ფრანგული ენის პოპულარიზაციის და სწავლა სწავლების ხელშეწყობის მიზნით სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა ყოველწლიურად ატარებს სხვადასხვა რესპუბლიკური მასშტაბის ღონისძიებას, რომელსაც ვახორციელებთ საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ფრანგული ინსტიტუტის და განათლების და მეცნიერების, სამინისტროს მხარდაჭერით და აქტიური ჩართულობით.

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წელსაც აგრძელებს პროექტების ინიცირებას. ამჯერად არამარტო საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან, არამედ საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან ერთად.

2021 წელის 27-28 ნოემბერს, აღნიშნული პარტნიორობის შედეგად, საქართველოს ფრანკოფონურ საზოგადოებას წარედგინა ფრანგული ენის მასწავლებელთა II კონფერენცია, სახელწოდებით “პანდემია და ახალი გამოწვევები ფრანგული ენის სწავლებისას“.

კონფერენციის მიზანი იყო covid-19 პანდემიის დროს, ფრანგული ენის სწავლებასთან დაკავშირებით მასწავლებლების მიერ შეძენილი გამოცდილებებისა და მიგნებების გაზიარება სხვადასხვა ფორმით: კონფერენცია ეძღვნებოდა ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. ეს დღე აერთიანებს ფრანგული ენის პედაგოგებს მთელს მსოფლიოში. კონფერენცია ჩატარდა წახალისების, საჯაროობის, ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თემატური სამუშაო შეხვედრები (Workshop), ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო (covid 19), კონფერენციას ჩატარდა ონლაინ, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.

კონფერენციაში მონაწილეობა შეეძლო ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ფრანგულ ენას. ფრანგული ენის მასწავლებელი რეგისტრირდებოდა კონფერენციის სარეგისტრაციო ბმულზე, რომლის დროსაც ირჩევდა ფუნქციას: ა) მომხსენებელი ბ) მსმენელი/მონაწილე Workshop.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა, საქართველოში ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია + ;

კონფერენციის მხარდამჭერი ორგანიზაციები კი გახლდათ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისოპლატფორმა IFprofs, Campus Numérique francophone de Tbilissi de l’Agence universitaire de la Francophonie.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 74 მასწავლებელმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან.

ასევე, გვსურს მოგახსენოთ ჩვენს საპატიო სტუმრების შესახებ, რომლებმაც გახსნენ კონფერენცია:

ეკატერინე დგებუაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;

დიეგო კოლასი – საფრანგეთის ელჩი საქართველოში

პიერ კლუე – ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი

ბერიკა შუკაკიძე – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

დენი ფადა – პროფესორი, ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტი;

მზაღო დოხტურიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი, ფრანგული რენესანსის საქართველოს დელეგაციის პრეზიდენტი

ფილიპ ჟერარი – ჟერსის უწყებრივი საბჭოს გენერალური დირექტორის მოადგილე;

ეკატერინე კვირიკაშვილი – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო

რესუსცენტრის უფროსი

ელენე კილაძე – საქართველოში ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;

კონფერენციის მოდერატორი გახლდათ მაკა ნადარეიშვილი – ფრანგული ენის მასწავლებელი, ფრანგული ენის ექსპერტ-კონსულტანტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

პრეზიდენტის მიმართვა
პანდემია და ახალი გამოწვევები ფრანგული ენის სწავლებისას (27.11.2021)
პანდემია და ახალი გამოწვევები ფრანგული ენის სწავლებისას (28.11.2021) – სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრები 28.11.2021

JEUX POUR LA CLASSE DE FLE

JEUX EN CLASSE DE Fle

L’usage et la création des exercices intéractifs de LearningApps

LES JEUX

ფოტო-კოლაჟი

magda
Slide1
Slide2
Slide3
Slide4
Slide5
Slide6
Slide7
Slide8
Slide9
Slide10
Slide11
Slide12
Slide13
Slide14
Slide15
Slide16
Slide17
Slide18
Slide19
Slide20
Slide21
Slide22
Slide23
Slide24
Slide25
Slide26
Slide27
Slide28
Slide29
Slide30
Slide31
Slide32
previous arrow
next arrow