ეს მეგი ჭითავაა!

მთავარი არხის გადაცემაში “შენი დილა” 2020 წლის 14 ივლისს გავიდა სიუჟეტი მეგი ჭითავას შესახებ

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, 2021 წლის 3 ივლისს პროექტმა “რჩეულმა თაობამ” მოამზადა სიუჟეტი მეგი ჭითავას შესახებ

ნინო გაჩეჩილაძე (მეგის პირველი მასწავლებელი):

მეგიმ, თავისი პაწაწინა ხელებით, 2 წლიდან დაიწყო ხატვა, თან საოცრად კარგად. თავიდან გრაფიკამ გაიტაცა, მოსწონდა, სხვადასხვა საგნების კონტურში გამოსახვა. მოგვიანებით, დიდი მხატვრების ასლებს, ხოლო შემდეგ კი პორტრეტებს ჰქმნიდა.

6 წლის ასაკში, არაერთ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მის გმირებს, სახასიათო სახეები აქვთ, საოცარი ფერთა შეხამებით შექმნილი. 10 წლის ასაკში, პროფესიონალურ ხატვას მიჰყო ხელი. ხატავს ზეთში, პორტრეტებსა და კლასიკურ ნამუშევრებს. ის გეგმავს პერსონალურ გამოფენას, სადაც ყველა მისი ნამუშეცვარი იქნება თავმოყრილი.

საინტერესოა მეგის ბოლოდროინდელი გატაცება. მისი განწყობა, ხანდაზმული ადამიანების თემამ მოიცვა, რაც აისახა მის მხიარულ ჰოროსკოპებში. მეგიმ, ბებოების თემით, თორმეტი მისტიურ წყვილთა კოსმიური დუეტი შექმნა. თავისი შემოქმედების ამ ეტაპზე, რატომღაც სიკეთისა და ქველმოქმედების დიდმა სურვილმა გაიტაცა. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია ჩვენი უკეთილშობილესი პატარა ქალბატონი. მეგისთვის ,, სიკეთე“ ცხოვრების ძირითადი მიმართულებაა და ძალიან უნდა დაეხმაროს მოხუცებს.

01.05.2021