სიახლეები

ჩვენო აღსაზრდელებო! ძვირფასო პირველკლასელებო!

15.09.2023

სსიპ ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა გილოცავთ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას! თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებას!

გახსოვდეთ, თქვენ ხართ ქვეყნის ხვალინდელი დღე! თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!

დღევანდელ დღეს, ჩვენი სკოლის ეზოში მოეწყო სიმბოლური დახვედრა პირველკლასელებისათვის. ახალი სასწავლო წლის დაწყება პატარებს მიულოცა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა – ქალბატონმა მაკა ლუტიძემ, პედაგოგებმა და მშობლებმა. ასევე, ჩვენმა სკოლამ, პირველკლასლებთან, ERASMUS+ პროგრამაში ჩართულ მოსწავლეებთან და ფრანგული ენის მასწავლებლებთან ერთად, უმასპინძლა სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ პარლამენტის წევრი ქალბატონი რიმა ბერაძე, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ზურაბ ჩიკვილაძე, ძველი თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ეკატერინე კვირიკაშვილი, საფრანგეთის ელჩი ქალბატონი შერაზ გარსი, საფრანგეთის ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი კამი ნორა, კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი ბატონი კამელ იასილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქალბატონი ნათია გაბიტაშვილი.