live-სკოლაპრაქტიკა სკოლაში

პრაქტიკა 2020-2021

მეოთხე წელია სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან.თანამშრომლობითი მემორანდუმის ფარგლებში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობას მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამების პრაქტიკული ნაწილის განხორციელება. მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების ახალი კონცეფციის მიხედვით სასკოლო პრაქტიკა იქცა სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად. მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებში სასკოლო პრაქტიკა შესაძლებელია იყოს როგორც სასწავლო კურსებში ჩაშენებული, ისე დამოუკიდებელი სასკოლო პრაქტიკის კურსი. სტუდენტები კიდევ უფრო აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, ასისტენტირებას უწევს პრაქტიკის ხელმძღვანელ მასწავლებელს, მისი ზედამხედველობის ქვეშ დამოუკიდებლად ატარებს გაკვეთილებს, ახორციელებს სასწავლო პროექტებსა თუ პრაქტიკის კვლევას, ჩართულია სკოლის არაფორმალურ ცხოვრებაში და სხვა.

მიუხედავად, მსოფლიოში შექმნილი კოვიდ – პანდემიისა, არც 2020-2021 სასწავლო წელი იყო გამონაკლისი. პირიქით, უნივერსიტეტებისა და ჩვენი სკოლის აქტიური თანამშრომლობის შედეგად სამი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს პრაქტიკა, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში :

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შემდეგი პროგრამების :

• დაწყებითი განათლება- საბაკალავრო

• ბიოლოგია- საბაკალავრო

• ისტორია/სამოქალაქო -საბაკალავრო

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები (60 კრედიტიანი):

• სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)

• ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა, შემდეგი მიმართულებით :

• ფრანგული ენა

• რუსული ენა

• გეოგრაფია

• სამოქალაქო განათლება

• მათემატიკა

საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი, მასწავლებელთა მომზადების პროგრამა :

• ქართული ენა და ლიტერატურა

• ისტორია

წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!