ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) მედიცინის სკოლის მიერ განხორციელებული პროექტი


მიუხედევად იმისა, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში რთული პანდემიური ვითარებაა, ვცდილობთ ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებში. ამჯერად , სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის, აწ უკვე XII ა კლასის მოსწავლის, მარიამ პარკაულის წარმატების შესახებ მოგიყვებით. მარიამმა , მონაწილეობა მიიღო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, (GAU) მედიცინის სკოლის მიერ განხორციელებულ ძალიან საინტერესო პროექტში, რომლის მიზანი იყო იმ მოსწავლეებს, რომლებიც მომავალში სამედიცინო განხრით აპირებენ სწავლას, ლაბორატორიული მედიცინისა და პრაქტიკული უნარების კურსი გაევლოთ. კონკურსში მონაწილებისათვის აუცილებელი იყო მოსწავლეებს შესარჩევი ეტაპი გადაელახათ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კონკურსში მონაწილეობა საკმაოდ ბევრმა მოსწავლემ მიიღო. მარიამმა კონკურსის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და საუკეთესო 30 მოსწავლეს შორის მოხვდა. პროექტში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობა სამოტივაციო წერილის დაწერა იყო, მარიამის მიერ დაწერილი სამოტივაციო წერილი საუკეთესოთა შორის დასახელდა. პროექტის მიმდინარეობისას მარიამმა როგორც თეორიული ასევე აკადემიური უნარ- ჩვევები გაიუმჯობესა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კომპეტენტურმა გუნდმა პროექტში მონაწილეებს შეასწავლა, როგორ უნდა იმოქმედონ გულის უეცარი გაჩერებისას, ალერგიული რექციების დროს როგორ უნდა გავუწიოთ პირველადი დახმარება ადამიანებს და ყველა სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც ეპიკურ, სწრაფად სამოქმედო სიტუაციებში დაეხმარება მათ გადაარჩინონ სიცოცხლე.პროექტის მიმდინარეობისას ჩაატარეს სხვადასხვა ექსპერიმენტები, გამოიკვლიეს ადამიანის სხვადასხვა ეპითელური ქსოვილები, აითვისეს ნემსის სწორად გაკეთების ტექნიკა, ისწავლეს როგორ გამოიყენონ გლუკომეტრი!დღევანდელი, არსებული რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა და ელემენტარული სამედიცინო მანიპულაციების ცოდნა მნიშნელოვანი უნარია, ახალგაზრდა თაობებისთვის. მარიამისთვის ,აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა პროდუქტიული აღმოჩნდა და როგორც გვითხრა კიდევ უფრო დარწმუნდა საკუთარ არჩევანში – გახდეს ექიმი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის პროგრამების ხელმძღვანელმა და GAU-ს პრეზიდენტმა პროექტში მონაწილე ბავშვებს სერთიფიკატები გადასცეს.