პროექტებისხვადასხვაფრანგულ სამყაროშიფრანგული

”Latelier de créativité” – “შემოქმედების სახელოსნო”

21.12.2021

პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ების მიერ დამზადებული ტრადი-ციული კერძები და დესერტები

ქართული ტრადიციული
რუმინული ტრადიციული
იტალიური ტრადიციული

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა, ფრანგული ენის მასწავლებლით თამუნა გოგალაძის თაოსნობით  2021 წლის დეკემბერში ჩაერთო ევროკომისიის საერთაშორისო პროექტში

აღნიშნულ პროექტში ასევე მონაწილეობდნენ: რუმინეთის ქალაქ ალექსანდრიის ლიცეუმის ”Alexandru Ghica”-ს, იტალიის ,ქალაქ სანტა მარია კაპუა ვეტერეს ლიცეუმის ”Amaldi”-ისა და თურქეთის ქალაქ  ბეისეჰირის ლიცეუმის მოსწავლეები.

სულ პროექტში 4 ქვეყნის 56 მოსწავლე და 6 მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას.

პროექტის სახელწოდება: ”Latelier de créativité” – “შემოქმედების სახელოსნო”, რომლის მიზანი იყო: 

  • მოსწავლეებს შეძლებოდათ ფრანგულ ენაზე კომუნიკაცია 
  • გაკვეთილზე ნასწავლი ენობრივი უნარების პრაქტიკაში გამოყენება
  • საკუთარი ქვეყნის, სკოლის, ტრადიციების, სამზარეულოს წარდგენა,
  • შემოქმედებითი და ტექნოლოგიური უნარების განვითარება,
  • საახალწლო აფიშებისა და მისალოცი ბარათების დამზადება,
  • ახალი მეგობრების გაცნობა და წყვილებში მისალოცი ბარათების გაცვლა
  • ახალი ქვეყნების და კულტურის/ ტრადიციების გაცნობა.

პროექტის მიმდინარეობისას დისტანციურ რეჟიმში ოთხივე ქვეყნის მონაწილეები ერთმანეთს googl meet-ის საშუალებით შეხვდნენ, სადაც თითოეულმა სკოლა/ ლიცეუმმა ისუბრა და გააცნო თავის ქვეყანა და სკოლა, მათ შორის წარსდგა ჩვენი სკოლა და საამაყო გოგო-ბიჭები.

twensapce-ზე, რომელიც უსაფრთხო ონლაინ სივრცეს წარმოადგენს, ყველა მონაწილეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ტრადიციების შესახებ ფორუმში, განათავსოს შექმნილი აფიშა, სამზარეულოს რეცეპტი და ა. შ. ასევე, გაეცნოს მონაწილე ქვეყნების სკოლას, ქვეყანასა და ტრადიციებზე.

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლიდან პროექტში 18 მოსწავლე მონაწილეობდა (ქეთევან ძულიაშვილის, ხათუნა კიკნაძის, ნანა კიკნაძის, მანანა გაჩეჩილაძისა და თამარ გოგალაძის IX-X-XI კლასის მოსწავლეები).

ჩვენი სკოლის მოსწავლეები, თამარ გოგალაძის ხელმძღვანელობით, დისტანციურად თიმსის ჯგუფში იკრიბებოდნენ, განიხილავდნენ პროექტის ფრაგლებში შესასრულებელ აქტივობებს, ეცნობოდნენ მონაწილე ქვეყნების აქტივობებს. შექმნეს ციფრული წიგნი, საქართველოს და სკოლის გასაცნობად: https://www.storyjumper.com/book/read/121440792/Ecole-publique-23-de-Tbilissi-Gorgie .

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეების – ნიკა გოგოლაძის, ირაკლი ინაშვილის, ლუკა გენებაშვილის, ნატალი ბარათაშვილის, მარიამ ოჩიგავას, კატო ლეკიშვილის, ნიკა გოგოლაურის, გვანცა ბილაშვილის, ნატალი გოგალაძის, სალომე ჯოხაძისა და ბექა ქსოვრელის მიერ მომზადებული პრეზენტაცია

სკოლისთვის აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყ-ნიდან თანატოლებს, გაეზიარებინათ გამოც-დილება და უამრავი ახალი ინფორმაცია მიეღოთ. ყოველივე კი ხელს უწყობს ფრან-გული ენის პოპულარიზაციასა და უკეთ შესწავლას.

სანტა მარია კაპუა ვეტერეს ამალდის ლიცე-უმის მოსწავლის – დანილო მორონეზეს მიერ მომზადებული პრეზენტაცია (მასწავლებელი: კარმელა ბოვე)

თურქეთის ქალაქ ბეისეჰირის ლიცეუმის მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენ-ტაცია საკუთარი სკოლის შესახებ

რუმინეთის ქალაქ ალექსანდრიის ლიცეუმის ”Alexandru Ghica”-ს მოსწავლეებისმიერ მომზადებული პრეზენტაცია

იდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის სკოლა ჩვენს ფრანგული ენის მასწავლებლებს, თამარ გოგალაძის თაოსნობით.