live-სკოლაფესტივალზეფრანგულ სამყაროშიჩვენები

პოზნანში საერთაშორისო ფრანგულ თეატრალურ ფესტივალზე

23-ე სკოლის თეატრალური კლუბის 8 წევრი: ნინო ვაჭარაძე, ანა ლომინაძე, ჯემალ მერკვილაძე, ნატა მეშველიანი, მარიამ პარკაული, ნიკოლოზ გაბუნია, თინათინ ბარამიძე, ანნა გოგალაძე და კლუბის ხლმძღვანელი ფრანგული ენის პედაგოგი თამარ გოგალაძე 2019 წლის ივნისში გაემგზავრნენ პოლონეთში, კერძოდ ქალაქ პოზნანში საერთაშორისო ფრანგულ თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. 

აღსანიშნავია, რომ საქართევლომ ამ კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა და ჩვენმა სკოლამ დიდი ოვაციები და შთაბეჭდილებები დატოვა. ამას მოწმობს ამ ფესტივალის გვერდზე ატვირთული ინტერვიუ, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორებმა წარმატებული ჩვენების შემდეგ ჩვენს მოსწავლეებს ჩამოართვეს.

ჩვენი სკოლის თეატრალური გუნდის სტუმრობას განსაკუთრებულობას სძენს ფაქტი, რომ ეს ფესტივალი ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავდა. ფესტივალის ფარგლებში მონაწილე გუნდები დგამდნენ არჩეულ პიესებს ფრანგულ ენაზე, ესწრებოდნენ ტრენინგებს, რომელსაც ცნობილი ფრანგი ხელოვანები ატარებდნენ.

image
MicrosoftTeams-image-7
MicrosoftTeams-image-6
MicrosoftTeams-image-5
fsti
10
10-fes
1
MicrosoftTeams-image (5)
MicrosoftTeams-image (6)
MicrosoftTeams-image (7)
previous arrow
next arrow