live-სკოლაფესტივალზეჩვენები

პრაღაში საერთაშორისო ფესტივალზე

24-27.03.2022

2022 წლის 24-27 მარტს პრაღაში გაიმართა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მასწავლებლების საერთაშორისო ფესტივალი “Science on stage“,რომლის დევიზია “მასწავლებლები მასწავლებლებისთვის”. ფესტივალში მონაწილე 34 ქვეყნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, გაეზიარებინათ მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული სხვადასხვა პროექტები (საუკეთესო გამოცდილება).

საქართველოს და ჩვენი სკოლის სახელით, ოთხ პროექტს შორის, წარსდგა ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ინგა შავაძე პროექტით “ელექტრობა ჩვენს ცხოვრებაში”, რომელიც აწ უკვე VI კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა.

საქართველოში Science on stage-ის წარმომადგენელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი-SALIS. ფესტივალში მონაწილეობით მიღებულ გამოცდილებას, ინგა მასწავლებელი აქტიურად გეგმავს, რომ განახორციელოს საგაკვეთილო პროცესში.