ფრანგულ სამყაროში

პანდემია და ახალი გამოწვევები ფრანგული ენის სწავლებისას

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა საქართველოში რჩეულ და იშვიათ სკოლათა შორის ლიდერია, თავისი მდიდარი ისტორიული წარსულით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 სექტემბერს N158/ნ ბრძანების საფუძველზე სკოლას აღუდგა ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი. სკოლა აგრძელებს ტრადიციებს და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, ფრანგული ენის სწავლების მიმართულებით. ფრანგული ენის პოპულარიზაციის და სწავლა სწავლების ხელშეწყობის მიზნით სკოლა ყოველწლიურად ატარებს სხვადასხვა რესპუბლიკური მასშტაბის ღონისძიებებს, რომელსაც ვახორციელებთ საფრანგეთის სალჩო საქართველოში , ფრანგული ინსტიტუტის და განათლების და მეცნიერების, სამინისტროს მხარდაჭერით და აქტიური ჩართულობით.სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა კვლავ აგრძელებს პროექტების ინიცირებას ამჯერად არამარტო საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან, არამედ საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან ერთად. 

2021 წელს საქართველოს ფრანკოფონურ საზოგადოებას ვთავაზობთ ფრანგული ენის მასწავლებელთა II კონფერენციას სახელწოდებით “პანდემია და ახალი გამოწვევები ფრანგული ენის სწავლებისას“.

კონფერენციის მიზანია covid-19 პანდემიის დროს, ფრანგული ენის სწავლებასთან დაკავშირებით მასწავლებლების მიერ შეძენილი გამოცდილებებისა და მიგნებების გაზიარება სხვადასხვა ფორმით: კონფერენცია ეძღვნება ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. ეს დღე აერთიანებს ფრანგული ენის პედაგოგებს მთელს მსოფლიოში. კონფერენცია ტარდება წახალისების, საჯაროობის, ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თემატური სამუშაო შეხვედრები (Workshop), რომელსაც ფასილიტაციას გაუწევენ სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის მასწავლებლები. 
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო (covid 19), კონფერენციას განვახორციელებთ Online რეჟიმში.

კონფერენციის სახელწოდებაა: პანდემია და ახალი გამოწვევები ფრანგული ენის სწავლებისას . სამუშაო პლატფორმა -Zoom.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ფრანგულ ენას. ფრანგული ენის მასწავლებელი რეგისტრირდება კონფერენციის სარეგისტრაციო ბმულზე, რომლის დროსაც ირჩევს ფუნქციას: ა)მომხსენებელი ბ)მსმენელი/მონაწილე Workshop. მონაწილე მასწავლებლები საპრეზენტაციო მასალას აგზავნიან ელექტრონულ მისამართზე: agpfgeo@gmail.com კონფერენციის დასრულების შემდეგ, ფრანგული ენის მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები განთავსდება სკოლისა და ოფიციალურ ვებგვერდზე.