live-სკოლასტუმრებიფრანგულ სამყაროში

იმა ტორი

საქართველოს ვიზიტით ეწვია ქალბატონი იმა ტორი, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მრჩეველი ფრანგული ენისა და ენათა მრავალფეროვნების საკითხებში.

2021 წლის 18 ოქტომბერის ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრა კი ჩვენთან, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლაში გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სკოლებში ფრანგული ენის სწავლების ამჟამინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივების გაზიარებას.

ქალბატონ იმა ტორისთან ერთად, ჩვენი სკოლის საპატიო სტუმრები გახლდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ქალბატონები ლია ბეჟანიშვილი და თამარ ჯაყელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნოდარ ნუცუბიძე. საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი – მაკა ბედიაშვილი. პარტნიორი სკოლების სენტ-ეგზიუპერის, მარი ბროსეს, პრინც მიურატის სახელობის სკოლის, ფონდ მოლიერის პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების დირექტორები და ფრანგული ენის მასწავლებლები.