live-სკოლაგაიცანით

ეს მანანა ბოჟაძეა!

17.07.2021

მე ვარ მანანიკო ბოჟაძე 16 წლის 23-ე სკოლის მოსწავლე. უზომოდ მიყვარს ჩემი სკოლა – თითქმის საოჯახო სკოლა. ჩემს ბებოსაც კი ეს სკოლა აქვს დამთავრებული და მეამაყება.

სიმღერა ჩემი ცხოვრებაა. როგორც დედიკო მიყვება ლაპარაკი არ ვიცოდი მაგრამ გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლების“ მელოდიას ვღიღინებდი. სამი წლის ასაკში შემიყვანეს სტუდია ბომბორაში, რომლის ხელმძღვანელია ლია ხორბალაძე. მან მასწავლა უამრავი რამ –  მეტყველებიდან დაწყებული სიმღერის და გემოვნებიანი მუსიკის სიყვარულით დამთავრებული. ამავე ასაკში მივიღე მონაწილეობა ფესტივალში, სადაც ვიმღერე სიმღერა ,,მანანა’’. მას შემდეგ უამრავჯერ გავხდი სხვადასხვა ფესტივალების ლაურეატი ბულგარეთში,იტალიაში, ავსტრიაში და საქართველოშიც. სულ მემღერება. დავდივარ ფორტეპიანოზეც.

პანდემიის პირველი ტალღის დროს სოფელში შევრჩით და სახლში გამოკეტილ მეზობლებს კონცერტებს ვუწყობდი ჩემი აივნიდან. ისინიც თავისი ეზოებიდან არ იშურებდნენ აპლოდისმენტებს და კეთილ სიტყვებს. ამ ფაქტის შესახებ ჟურნალ “შინის” ინტერნეტგვერდზეც დაიწერა სტატია და დაიდო ვიდეოც.

ძალიან მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა. მინდა რომ ყველა მათგანი თავისუფალი და ლაღი იყოს. სიცოცხლის მოყვარული და სულ ღიმილიანი და მეც ვცდილობ მცირე წვლილი მაინც შევიტანო ამაში (თუნდაც სიმღერით).

უამრავ რამეზე ვოცნებობ: მინდა ჩემი სამშობლო მთლიანად მოვიარო და ყველა ლამაზი ადგილი ჩემი თვალით ვნახო… მინდა წარმატებას მივაღწიო და ჩემი სიმღერით ხალხმაც შემიყვაროს… ვოცნებობ, მყავდეს ბენდი და მათთან ერთად თავგადასავლებით სავსე ისტორიები.

ჩემი ერთერთი გატაცებაა მანქანის ტარება. 11 წლის ვიყავი დედამ რომ მასწავლა ავტომობილის მართვა და ვფიქრობ, დავანგრიო კიდეც სტერეოტიპები ქალ-მძღოლებზე.

სიმღერის გარდა პატარაობიდან მიტაცებდა ძერწვა და ხატვა. ვხატავ ყველაფერზე: ქვებზე, თიხაზე, ტილოზე, ვაკეთებდი ფერადი ჩხირებით სხვადასხვა ნაკეთობებს.

მყავს  ბევრი ცხოველი და ფრინველი.  ორი ძაღლი:  ჰასკი – ბადი და მეტისი – სემი; კურდღელი – მიმი;  ორი კუ და თუთიყუში. ვფიქრობ, ცხოველები კარგი მეგობრები არიან და ვისურვებდი, ყველა მათგანს ქონდეს უსაფრთხო თავშესაფარი.

ჟურნალ “შინ.ge”-ზე განთავსებული სტატია 16.12.2020
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, 2021 წლის 15 ივლისს პროექტმა “რჩეულმა თაობამ” მოამზადა სიუჟეტი მანანა ბოჟაძის შესახებ