ეს მეგი ჭითავაა!
ნინო გაჩეჩილაძე (მეგის პირველი მასწავლებელი):
მეგიმ, თავისი პაწაწინა ხელებით, 2 წლიდან დაიწყო ხატვა, თან საოცრად კარგად. თავიდან გრაფიკამ გაიტაცა, მოსწონდა, სხვადასხვა საგნების კონტურში გამოსახვა. მოგვიანებით, დიდი მხატვრების ასლებს, ხოლო შემდეგ კი პორტრეტებს ჰქმნიდა.
6 წლის ასაკში, არაერთ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მის გმირებს, სახასიათო სახეები აქვთ, საოცარი ფერთა შეხამებით შექმნილი. 10 წლის ასაკში, პროფესიონალურ ხატვას მიჰყო ხელი. ხატავს ზეთში, პორტრეტებსა და კლასიკურ ნამუშევრებს. ის გეგმავს პერსონალურ გამოფენას, სადაც ყველა მისი ნამუშეცვარი იქნება თავმოყრილი.
საინტერესოა მეგის ბოლოდროინდელი გატაცება. მისი განწყობა, ხანდაზმული ადამიანების თემამ მოიცვა, რაც აისახა მის მხიარულ ჰოროსკოპებში. მეგიმ, ბებოების თემით, თორმეტი მისტიურ წყვილთა კოსმიური დუეტი შექმნა. თავისი შემოქმედების ამ ეტაპზე, რატომღაც სიკეთისა და ქველმოქმედების დიდმა სურვილმა გაიტაცა. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია ჩვენი უკეთილშობილესი პატარა ქალბატონი. მეგისთვის ,, სიკეთე“ ცხოვრების ძირითადი მიმართულებაა და ძალიან უნდა დაეხმაროს მოხუცებს.
01.05.2021