Vბ კლასის პროექტი ბუნებისმეტყველებაში
28.05.2021
Vბ კლასის მოსწავლებმა განხორციელეს პროექტი, ჩვენი სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, ინგა შავაძის ფასილიტაციით.
თემა – ელექტროობა.
მოსწავლეებმა თეორიული და პრაქტიკული აქტივობების შედეგად ისწავლეს, რა არის ელექტრული დენი და გაიგეს მისი მუშაობის პრინციპი. მიღებული ცოდნის საფუძველზე შექმნეს სახლის მაკეტი ელექტრო-განათებით. ეს იმდენად კარგად გამოუვიდათ, რომ, შეგიძლიათ, თავისუფლად დაიხმაროთ ჩვენი პატარები სახლისთვის თუ ელექტროობის მოწესრიგება დაგჭირდათ. მათ ხომ ამ პროექტის დახმარებით უკვე კარგად იციან, როგორ კეთდება სახლის შიდა ელექტროობის სისტემა.