live-სკოლაკონკურსებზეჩვენები

გონკურის პრემიაზე

როგორც იცით, გონკური ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაა საფრანგეთში. სწორედ ამ პრემიით წლის საუკეთესო ფრანგულენოვანი რომანი ჯილდოვდება.

15 წელია, რაც გონკურის პრემიის გაცემა შეუძლიათ სხვა ქვეყნებსაც. 2020 წელს საქართველოც შეუერთდა ამ ქვეყნებს.

2021 წელს, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის Xგ კლასის მოსწავლე მარიამ ოჩიგავა (დამრიგებელი მარინა ნინუა) ამ ჟიურის წევრი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ქუთაისი) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა სტუდენტებს შორის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენმა სკოლამ წელს პირველად მიიღო ამ კონკრუსში მონაწილეობა!