live-სკოლატრენინგებზეჩვენები

“კონფლიქტ-სენსიტიური განათლება სასკოლო სივრცეში“

22.05.2021

„მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) ორგანიზებით პროექტის -„ისტორიულ გზაგასაყარზე: სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“ – ფარგლებში 22 მაისს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ჩატარდა ტრეინინგი “კონფლიქტ-სენსიტიური განათლება სასკოლო სივრცეში“. ტრეინინგის ესწრებოდნენ თბილისის 23-ე საჯარო სკოლის, თბილისის თავისუფალი სკოლის, თანამედროვე განათლების აკადემიისა და წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგები. ტრეინინგის მიზანი კონფლიქტ-სენსიტიურობის არსისა და მიდგომების გაცნობა და კონფლიქტ-სენსიტიური მიდგომების დანერგვის აქტუალიზაციაა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. ტრეინინგი ჩაატარეს “ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, კონფლიქტოლოგმა ნინო კალანდარიშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, განათლების ექსპერტმა სოფიკო ლობჟანიძემ. პროექტი ხორციელდება „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების ინსტიტუტთან“ (ISNC) და „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობით, ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მიქანიზმის (COBERM) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს უახლესი წარსულის მიმართ კონფლიქტის ტრანსფორმაციული მიდგომების განვითარებას და მათ ინტეგრაციას უახლესი ისტორიის სწავლების პროცესში.

წყარო: მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – Cpcd