live-სკოლაგაიცანით

ეს ანი ლომინაძეა!

17.04.2021

გაიცანით, ეს ანი ლომინაძეა, ჩვენი სკოლის მე-11 ა კლასის მოსწავლე, რომელმაც კავკასიის უნივერსიტეტის და ლისი დეველოპმენტის ერთობლივ კონკურსში, მომავალი არქიტექტორებისთვის თემაზე – მწვანე სივრცეები ახალ რეალობაში მიიღო მონაწილეობა.

ანი კონკურსანტებს შორის ყველაზე პატარა მონაწილე იყო, მისმა ჯგუფმა პირველი ადგილი დაიკავა.

კონკურსის მონაწილეებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე სივრცეების გადაწყვეტები შეიმუშავეს და მათი ახალ რეალობაზე ადაპტაციის იდეები წარმოადგინეს.

კონკურსის გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ.