Author:
ერთი დღე სკოლაში – თინათინ ნიბლოშვილი საკლასო ოთახებში სწავლის განახლებას მოსწავლეებთან ერთად შეხვდა
15 თებერვალი 2021 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა სკოლის მოსწავლეებს სკოლის ფიზიკურ გარემოში დაბრუნება მიულოცა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დეპუტატი, სიმბოლურად 23-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომელშიც თავად სწავლობდა. “მიხარია, რომ სწავლის პროცესი განახლდა და დღეს ჩემს სკოლას სიმბოლურად ვესტუმრე. სკოლა არ არის მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი; ეს არის სივრცე, სადაც მოსწავლეები იძენენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სწავლობენ მეგობრობასა და ურთიერთობებს. პანდემიის პირობებში, სამწუხაროდ, ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხოების მიზნით, სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძეს, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ აღდგენილი პროცესი აღარ შეფერხდება და ჩვენი მოსწავლეები სკოლაში სიარულის და ამ ცოცხალი ურთიერთობების რეჟიმს საბოლოოდ დაუბრუნდებიან” – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლის პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა, თუმცა, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, 15 თებერვლიდან სწავლა ქვეყანაში ეტაპობრივად აღდგა. წყარო: http://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=5905&news&fbclid=IwAR2l9dnqhXGbr97BSqQswOLE820mWESohYi06c3Ws9OsCbOzjhp7MDGdS1A
Read moreბრძანებები
N2-213-2020 გენერალური დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოების ზედამხედველობის მიზნით კომისიის შექმნა N2-311-2020 გზამკვლევის სამოქმედოდ შემოღების შესახებ N2-314-2020 თერმოსკრინინგთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ
Read moreსსსმ მოსწავლეებთან დაკავშირებით
რეკომენდაციები სკოლებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით, დასწრებითი სწავლების დროს სკოლამ უნდა მოახდინოს მშობლის ინფორმირება სპეციალური
Read moreonline-სწავლება
დისტანციური სწავლების მსურველებმა უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას ან გაიარონ რეგისტრაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე: https://online.emis.ge ყოველ
Read more“შინ ახალი წელია” 2020-2021
14.01.2021 დღეს, სკოლის facebook-ის პირდაპირ ეთერში გამოვლინდა გამარჯვებული და ორგანიზატორების რჩეული ფოტოები. მაშ ასე: 07.01.2021 საკონკურსო ფოტოები 25.12.2020
Read more