ერთი დღე სკოლაში – თინათინ ნიბლოშვილი

 15 თებერვალი 2021

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა სკოლის მოსწავლეებს სკოლის ფიზიკურ გარემოში დაბრუნება მიულოცა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დეპუტატი, სიმბოლურად 23-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომელშიც თავად სწავლობდა.

“მიხარია, რომ სწავლის პროცესი განახლდა და დღეს ჩემს სკოლას სიმბოლურად ვესტუმრე. სკოლა არ არის მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი; ეს არის სივრცე, სადაც მოსწავლეები იძენენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სწავლობენ მეგობრობასა და ურთიერთობებს. პანდემიის პირობებში, სამწუხაროდ, ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხოების მიზნით, სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძეს, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ აღდგენილი პროცესი აღარ შეფერხდება და ჩვენი მოსწავლეები სკოლაში სიარულის და ამ ცოცხალი ურთიერთობების რეჟიმს საბოლოოდ დაუბრუნდებიან” – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლის პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა, თუმცა, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, 15 თებერვლიდან სწავლა ქვეყანაში ეტაპობრივად  აღდგა.

წყარო: http://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=5905&news&fbclid=IwAR2l9dnqhXGbr97BSqQswOLE820mWESohYi06c3Ws9OsCbOzjhp7MDGdS1A