ფრანგული ენა – შესაძლებლობების პლატფორმა

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა გახლავთ ერთადერთი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საქართველოში, რომელსაც აქვს ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი. ფრანგული ენის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა თაობაში ენისადმი დაინტერესების გაზრდის მიზნით, სკოლაში სისტემატურად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიება.

ამჟამად  საგანმანათლებლო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარების მიზნით, რომელთაც დაგეგმეს და განახორციელეს  ფრანგული ენის სწავლება, 2020 წლის 5 დეკემბერს იგეგმება  ონლაინ  კონფერენცია თემაზე „ფრანგული ენა  – შესაძლებლობების პლატფორმა“ . 

აღნიშნული კონფერენციის მიზანია იმ საგანმანათლებლო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება, რომელთაც დაგეგმეს და განახორციელეს  ფრანგული ენის სწავლება. ასევე, ახალი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ფრანგული ენის სწავლებით, ან ახორციელებენ ფრანგულენოვანი კადრების დასაქმებას.

კონფერენცია ტარდება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის სრული ფინანსური მხარდაჭერით. ინიციატივას მხარს უჭერს საფრანგეთის საელჩო საქართველოში.

საქართველოს მაშტაბით ყველა საგანმანათლებო ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს ფრანგული ენის სწავლებას შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონფერენციაში.

კონფერენციის დებულება და სარეგისტრაციო ფორმა